კადრების მომზადება


ინსტიტუტში მუშაობს მედიცინის ფაკულტეტი, რომელიც ამზადებს ზოგადი პროფილის ექიმებს. სწავლების ხანგრძლივობა ექვსი წელია.

დიპლომის შემდგომი სწავლება ინსტიტუტში ხორციელდება რეზიდენტურის სახით. ინსტიტუტი წარმოადგენს ”კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის” სპეციალობის სახელმწიფო პროგრამებით რეზიდენტთა მზადების ბაზას.

დიპლომის შემდგომი სწავლების ფორმა წარმოდგენილია აგრეთვე უმცროსი ექიმის მზადების პროგრამის სახით.

ინსტიტუტში 2003 წლიდან ჩამოყალიბებულია ექიმთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა კრიტიკულ მედიცინაში. ამ თვალსაზრისით ინსტიტუტში მუშაობს 2 კურსი ”ახალი ტექნოლოგიები კრიტიკულ მედიცინაში” (#0091) და ”კრიტიკული მედიცინა რესურსების დეფიციტის დროს” (#00353). ამ პროგრამებით დღემდე მზადება გაიარა 238 ექიმმა.

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ბაზა, არსებულ ბაზაზე მიმდინარეობს სტუდენტების და მაძიებლების მზადება.

კრიტიკული მედიცინის კურსდამთავრებულები მუშაობენ საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების (აშშ, რუსეთი, გფრ, უკრაინა) კრიტიკული მედიცინის წამყვან კლინიკებში.





380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.