ინსტიტუტის დირეკტორი-ზურაბ ხელაძე


1.

ზურაბ ხელაძემ 1975 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და 1983 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის,ხოლო 1990 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად,1991 წელს კი მიენიჭა სრული პროფესორის წოდება მედიცინაში..მას სტაჟირება აქვს გავლილი მოსკოვის კიევის,რომის,ნიუ-იორკის, ვაშინგტონისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების კრიტიკული მედიცინის წამყვან კლინიკებში. ის 1975-2016 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯერ “ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის” კათედრის ასისტენტად ხოლო შემდეგ ამავე კათედრის გამგედ და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. იმავდროულად იყო აკად.ვ.ბოჭორიშვილის სახელობის საქართველოს სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის რეანიმაცია-ინტენსიური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აკად.ო.ღუდუშაურის სახელობის ნაციონალური სამედიცინო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.ამჟამად არის მის მიერ 1992 წელს დაფუძნებული საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი. (https//www.critical care medicine instiytute). სხვადასხვა დროს ის ასევე იყო საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში და საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის რეანიმატოლოგიის საპრობლემო კომისიის წევრი.ასევე ის იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი,რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი, სასერტიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსების ხელმძღვანელი და სახელმწიფო სამკურნალო სტანდარტების შემდგენი კომისიის თავმჯდომარე კრიტიკულ მედიცინაში,.ის ასევე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის “ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის და საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოების თავმჯდომარე.ზურაბ ხელაძის საქმიანობა ასევე მოიცავს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის საკანონმდებლო კომისიის მოწვეულ წევრად მუშაობას და ბიოეთიკის ნაციონალური კომისიის წევრობას,აგრეთვე მის მიერ არის მომზადებული საქართველოს პრეზიდენტის N100(2001წ) ბრძანებულება “ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმების შესახებ”.ის ასევე წარმართავდა თბილისის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული სამხედრო კონფლიქტების დროს დაჭრილ მეომართა მკურნალობის პროცესს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში ის 2017 წელს ხელმძღვანელობდა მსოფლიოს აკადემიათაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით მოწყობილ მსოფლიოს სხვადასხვე ქვეყნების წამყვან ექსპერტთა პირველ სამუშაო შეხვედრას კრიტიკულ მედიცინაში.. ამჟამად ის არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური ფდაცვის სამინისტროს ექსპერტი,აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი.ის ასევე არის საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი წევრი და პრეზიდენტი,თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმის”Critical Care &Catasstrophe Medicine” თავმჯდომარე ,რეფერირებადი და რეცენზიერებადი სამეცნიერო ჟურნალის „Critical Care&Catastrophe Medicine”რედაქტორი.ზურაბ ხელაძის საქმიანობა ასევე მოიცავს კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაციის დაფუძნებას და მის პრეზიდენტად (1992წლიდან დღემდე) მუშაობას.ეს ასოციაცია არის ინტენსიური და კრიტიკული ზრუნვის ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი, ინტენსიური ზრუნვის მედიცინის ევროპის საზოგადოების წევრი და მსოფლიოს გლობალური ალიანსი სეფსისისათვის დამფუძნებელი წევრი.ის ასევე იყო ინტენსიური და კრიტიკული ზრუნვის მედიცინის ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ეგიდით წარმოებული საერთაშორისო პროექტების “ICONON” (2015წ) და “EPIC-3 ” (2017წ) რეგიონული ხელმძღვანელი,აგრეთვე ევროპის ინტენსიური ზრუნვის მედიცინის საზოგადოების ეგიდით წარმოებული პროექტის “Pneumonia Inspire“რეგიონული ხელმძღვანელი(2016წ). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ის არის 1047 სამეცნიერო ნაშრომის, 6 მონოგრაფიის,7 სახელმძღვანელოს და 31 გამოგონების, პატენტის,რაციონალური წინადადების და მეთოდური რეკომენდაციის ავტორი,რომლებსაც ინტერნეტით დადასტურებული ცნობებებით მსოფლიოს 156 ქვეყანაში ყოველდღიურად კითხულობს 60 მეტი პიროვნება(https://www.researchgate.net/profile/Zurab-Kheladze/stats). საგულისხმოა,რომ საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ეს საქმიანობა აღიარებული იყო პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებად ფუნდამენტური მედიცინის დარგში,ხოლო საბჭოთა კავშირის აღმოჩენათა და გამოგონებათა სახელმწიფო კომიტეტის მიერ მისი ცალკეული ფრაგმენტები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო გასაიდუმლოებული იყო.ამ საქმიანობის შედეგად მკვდარი და მომაკლვდავი ადამიანების სისხლში აღმოჩენილი იყო მანამდე უცნობი 14კდ მოლეკულის მქონე პოლიპეპტიდი,რომელიც აღჭურვილი იყო იმუნოსუპრესიული ეფექტით და იწვევდა დნმ-ის რედუპლიკაციის პროცესის ბლოკს.ასევე ეს ნაერთი მცირე დოზებში აჩქარებდა ინტაქტური თეთრი თაგვების დაბერებისპროცესს,ხოლო დიდ დოზებში სუნთქვის ცენტრის დამბლის გამო .იწვევდა მათ სიკვდილს.შემდგომი კვლევებით დადგენილი იქნა,რომ გენები,რომლებიც განაპირობებენ ამ ნაერთის სინთეზს დაბადებიბადნ გადაეცემა ადამიანს და სიცოცხლის განმავლობაში ისინი სუპრესირებულნი არიან სხვა გენი მოდულატორების მიერ.ტრავმით, მოწამვლით, სისხლდენით, ასფიქსიით და სხვა მიზეზებით გამოწვეული სიკვდილის დროს,აგრეთვე სიბერისას გამო ხდება გენი სუპრესორების ფუნქციის დათრგუნვა და „სიკვდილის --ფაქტორად“მონათლული ამ ნაერთის მასინთეზებელი გენების გააქტივება,რასაც თან მოჰყვება „სიკვდილის ფაქტორად“მონათლული ამ ნაერთის გაძლიერებული სინთეზი და სიკვდილი.ასე რომ თუ კი დღემდე სიკვდილის ფორმირების ერთადერთ მიზეზად რღვევის და დაშლის პროცესები იყო მიჩნეული ამ კვლევამ უჩვენა,რომ სიკვდილის ჩამოყალიბებაში სინთეზისა და სენების პროცესებიც მონაწილეობენ და გარკვეულწილად სიკვდლიც ისევე „იბადება“ როგორც სიცოცხლე.საგულისხმოა,რომ „სიკვდილის ფაქტორის“ მომატებული კონცენტრაციები აგრეთვე ინახა სიბერის დროსაც.შემდგომი კვლევებით შექმნილი იყო „სიკვდილის ფაქტორის“ საწინააღმდეგო ანატოქსინიდა იმუნოგლობულინი,რომელთა გამოყენება ექსპერიმენტული თერაპიის დროს ასოცირდებოდა სიკვდილის გადავადებისთან და შესაძლებელს ხდიდა მკვდარი ცხოველების გაცოცხლებას სიკდილის დადგომიდან მანამდე დოგმად მიჩნეულ -5=6 წუთზე 2-3-ჯერ მეტი დროის შემდეგაცკი ამ პრეპარატების სედარებით მცირე დოზებით მკურნალობა კი ხელს უწყობდა ინტაქტური თეთრი თაგვების სიცოცხლლის გახანგრძილვებას და ბებერი თეთრი თაგვების გაახალგაზრდავებას. ზურაბ ხელაძის სამეცნიერო შრომების სხვა მიმართულება მოიცავს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების სტიმულაციის შესწავლას და პროგენიტული პრეკურსორების კომიტირებას ელექტრო დენის,პლაზმური სხივების ნაკადისა და ზოგიერთი სხვასხვადასხვა სახის სამკურნალწამლო საშუალების გამოყებნებაის მეშვეობით.ასევე შრომათა ცაკლეული მიმართულებები მოიცავაენ კრიტიკული მდგომარეობათა იმუნოლოგიის,კრიტიკულ მდგომარეობათა გენეტიკის და კრიტიკულ მდგომარეობათა ფსიქოლოგიის პრობლემებს,რომელთა შესწავლა მის მიერ იყო პირველად ინიცირებული,ისევე როგორც ეს ტერმინები იყო მის მიერ პიეველად მოწოდებული.ამ თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია უგონო მდგომარეობასი მყოფ ავადმყოფთა თავის ტვინის ფუნქციის გააქტივების მიზნით ელექტროსტიმულაციის და მუსიკის ჰანგების გამოყენება.ასევე მის მიერ არის მოწოდებული კრიტიკულ ავადმყოფთა მკურნალობის ახალი მეთოდი იმუნოსორბციის სახით,რომელიც ავადმყოფის პერიფერიული სისხლის იმუნოსორბენტზე ექსტრაკორპორულ პერფუზიას წარმოადგენს.მასვე ეკუთვნის კრიტიკულ ავადმყოფთა მკურნალობის მართვის დისტანციური სისტემის შექმნა კრიტიკულ ავადმყოფთა მკურნალობის პროცესში „ექიმის ხელოვნური ინტელექტის“ კონსტრუირების მიზნით და მრავალი სხვა ნოვაციის დანერგვა კრიტიკული მედიცინის სამსახურისათვის. ზურაბ ხელაძეს მინიჭებული აქვს სამთავრობო ჯილდოები,ხოლო.კავკასიის ექიმთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს „საუკუნის ექიმის“ წოდება.



380059, ჩაჩავას ქუჩა 1, ქ.თბილისი, საქართველო.

ტელ : (+995) 577 424-797    ფაქსი : (+99532) 51 67 21

http://www.ccmi.edu.ge    http://www.kheladze.ge

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
ინსტიტუტის საქმიანობის უმთავრესი მიმართულებებია: კრიტიკული მედიცინის კადრების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, მეცნიერული კვლევა, პრაქტიკული მედიცინა, საგამომცემლო საქმიანობა.