1.
დაიბადა 1985 წლის 16 ივნისსს.ქ.თბილისის N163 საშუალო სკოლა და საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი დაამთავრა წარჩინებით. სტაჟირება აქვს გავლილი (International Haus Sertificateda 2006, Sabit Hospital Administration Program”, Unaited States Department of Americe-2012,) პროგრამებში, აგრეთვე ვაშინგტონის, ფლორიდის, პენსილვანიის, ტამპას უნივერსიტეტების კრიტიკული მედიცინის კლინიკებში. 2008წ დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მედიცინაში, ხოლო . 2009 წელს მიენიჭა კრიტიკული მედიცინის ექიმის სერტიფიკატი. 2005-2006წ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტად. 2006წ-2009წ-იყო კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის “ავადმყოფის მოვლის პროგრამის” პედაგოგი, 2009წ-2011წ-იმავე ინსტიტუტის “კრიტიკული მედიცინის პროგრამის” ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2011წ-2014წ–იმავე ინსტიტუტის კრიტიკული მედიცინის “პროგრამის ასოცირებული პროფესორი.2015წ.–დღემდე-კი ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსი და სრული პროფესორია. იმავდროულად 2009წ-2016წ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი და კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ქართულ და ინგლისურენოვან სექტორზე. 2010-დღემდე არის კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში“კრიტიკული მედიცინის”და “ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის” რეზიდენტურის სახელმწიფო პროგრამების ლოკალური ხელმძღვანელი და იგივე როლს ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ “კრიტიკული მედიცინის” რეზიდენტურის სახელმწიფო პროგრამაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მედიცინაში ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებელი ორი დისერტაცია. ის არის 597 სამეცნიერო შრომის ავტორი მათ შორის 5 სახელმძღვანელოა, 3 მონოგრაფია და 4 პატენტი. 2015წ- დღემდე-ის არის ჟურნალ ,,CriticalСare&CatastropheMedicine“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.Aასევე 2016წ–დღემდე ის არის თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის „ New Steps in Critical Care&Catastrophe Medicine” მდივანი, ხოლო 2017წ იყო მსოფლიოს აკადემიათაშორისო თანამშრომლობა ჯანმრთელობისათვის პირველი საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის გენერალური მდივანი. ამასთან 2015 წლიდან დღემდე–ის არის კატასტროფათა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის საქართველოს ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი.ის აგრეთვე არის ინტენსიური და კრიტიკული ზრუნვის ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის, ინტენსიური ზრუნვის ევროპის საზოგადოების და გლობალური ალიანსი სეფსისისათვის ორგანიზაციის წევრი, მონაწილეობდა ინტენსიური და კრიტიკული ზრუნვის ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მულტიცენტრული საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების“ICON”(2015წ) და“EPIC-3”(2016წ)საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოებში.ასევე მონაწილეობდა ინტენსიური ზრუნვის ევროპის საზოგადოების მულტიცენტრული საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ,,Pneumonia Inspire“ საქართველოს კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოებში. ის სრულყოფილად ფლობს Windows,MicrosoftOffice,AdobeDreamweaver პროგრამებს. აგრეთვე და რუსულ და ინგლისურ ენებს